„ყველაფრის ქონა“  დედებისთვის უდიდესი ხაფანგი ამ ფრაზის გამოგონებიდან იღებს სათავეს. საჯარო გამოსვლებსა თუ სტატიებში, ხშირად ნახსენები ეს ორი სიტყვა შთამაგონებელი უნდა იყოს, მაგრამ ამის ნაცვლად ყოველ მათთაგანს ისეთი განცდა ეუფლებათ, რომ რაღაც არ ყოფნით. არასდროს შევხვედრილვარ ქალს ან თუდაც მამაკაცს, გადაჭრით ეთქვა: „დიახ, მე ყველაფერი მაქვს“. ასეა, რადგან სულ ერთია, რას ფლობს თითოეული ჩვენგანი, ან რამდენად მადლიერია იმისთვის, რასაც ფლობს,  ყველაფერი არავის აქვს . ყველაფერი ვერც გვექნება, რადგან „ყველაფრის ქონის“ კონცეფციას საღი აზრის კანონები აქარწყლებს. ჯობს ისე შევხედოთ, როგორც მითს.

     ყოველი ადამიანი ცდილობს, სხვადასხვა პარამეტრზე (კარიერა, ბავშვები, ურთიერთობები და ა.შ.) დაყრდნობით მაქსიმალურად გაზარდოს თავისი სარგებლიანობა. ყოველ ღონეს ხმარობს დროის რესურსის გასანაწილებლად, სწორედ ამ რესურსის შეზღუდულობის გამო შეუძლებელია ყველაფერი გვქონდეს. იმის ნაცვლად რომ იკითხოს: „შემიძლია ყველაფრის ქონა?“, უფრო პრაქტიკული კითხვა უნდა დავსვათ: „ შემიძლია ყველაფრის გაკეთება?“. პასუხი კვლავ უარყოფითია. ადამიანები გამუდმებით აკეთებენ არჩევანს სამსახურსა და ოჯახს, აქტიურობასა და მოდუნებას, დროის სხვისთვის თუ საკუთარი თავისთვის დახარჯვას შორის. იყო დედა, ნიშნავს სიტუაციას მოერგო, კომპრომისზე წახვიდე და მსხვერპლი გაიღო ყოველდღიურად. ყოველწამს იმის განცდა გაქვს რომ შვილი უნდა დაიცვა. მოგეხსენებათ, მდედრი ლომი შეუბრალებელი ხდება, თუკი მის ბოკვერს საფრთხე დაემუქრება. ასეთ დროს, მას შეუძლია თვით მძლეთამძლე მამრ ლომსაც კი შეუტიოს. სწორედ დედის ინსტიქტია- მდედრს უძლევამოსილეს არსებად რომ აქცევს.

     დედების უმრავლესობისთვის მსხვერპლშეწირვა და სირთულეები არჩევანი კი არა, აუცილებლობაა.  სახლის გარეთ მომუშვე დედებს, ამ სირთულეებს გამუდმებით ახსენებენ. უტაქტო შეკითვების და ბრალმდებლის მზერის ატანა უწევთ. გარე დამკვირვებლის მიერ იმის შეხსენება, რომ ქალი სუსტია. ისინი ვალში არიან როგორც სამსახურის, ისე შვილების წინაშე, დანამულ ტორტზე მოსხმულ მწარე მინანქარს ჰგავს. ქალური ძლიერების ერთერთი განმსაზღვრელი სილამაზე, სინაზე და რაოდენ პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, სწორედ რომ ფიზიკური სისუსტეა და რაც მთავარია, ქალი სიცოცხლის მშენებელი და მატარებელია. უნიკალური, მაგიური ძალის პატრონია. თუ საჭიროება მოითხოვს, მთებსაც კი გადადგამს, სწორედ, მისი ნაზი ხელებით და სუსტი მხრებით.       ყველაფრის კეთების მცდელობა და მოლოდინი, რომ ამ ყველაფრის უნაკლოდ გაკეთება შესაძლებელია, იმედგაცრუებისკენ მიმავალი გზაა. დედებისთვის დანაშაულის განცდის მართვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც დროის. ბავშვის გაჩენის შემდგომ, სამსახურში გასული დედები შეგუებულები არიან იმ აზრს, რომ შვილი მომვლელს გაეკიდება. თითოეული დედა შვილებისგან შორს გატარებულ ყოველ საათს ითვლის. ძნელია ყოველთვის სიმშვიდე შეინარჩუნო, მაგრამ როცა იხსენებ რომ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება შეუძლებელია, სახლსა და სამსახურში, ნამდვილ პრიორიტეტებზე იწყებ ფიქრს და თავს გაცილებით უკეთ გრძნობ. უფრო მაშტაბურად და პროდუქტიულად ფიქრობ და გაცილებით კარგად ასრულებ დედის როლს. წარმატება არის, ჩვენთვის შესაძლებელი საუკეთესო არჩევანის გაკეთება და მისი მიღება. უნდა ეცადო აკეთო მაქსიმუმი შესაძლებლობების მიხედვით.

Call Now Button