ეს კითხვა არაერთს მოგვსლია თავში. ვაკეთებთ ჩვენს საქმეს, ვშრომობთ , მაგრამ მაინც არაფერი გამოგვდის. მოდით 3 ნაწილად დავყოთ ეს თემა და  განვიხილოთ  3  მიზეზი, რის შედეგადაც ვფიქრობდეთ ასე.

  1. დაბნეულობა.  ადამიანი, რომელიც დაბნეულია.  (გავიხსენოთ ფილმი lucky me- ლინდსი ლოჰანის მონაწილეობით.) ის გაფანტულია და კონცენტრაციას ვერ ახდენს. თითქოს პარალელურ სამყაროში ცხოვრობს. მოდით მოვიყვანოთ მაგალითი: უნდა ერთ ტრანსპორტში ჩაჯდომა და ჯდება მეორეში. ტრანსპორტი ერევა. ნორმალიზაცია უნდა მოხდეს ამის. განცდა იქმნება, თითქოს ვაკუუმში ხარ და შუშის იქით სხვა ცხოვრებაა. იცვამს სხვა რამეს, სჭირდება სხვა, ხვდება სხვა ტრანსპორტში და რა თქმა უნდა აგვიანებს სამსარუხშიც. შესაბამისად,  ამას პრობლემები მოჰყვება. ესეც პირველი მიზეზი არ გამართლების. განცა- თითქოს ეწყობა ყველაფერი ჩემს წინააღმდეგ.
  • სიტუაციების ძალით შექმნა. როცა ადამიანი თავისით ქმნის ამ სიტუაციას, რომ ძალით არ უმართლებს. 1. სამსახურში გასაუბრებაზე  მივიდა და არ აიყვანეს. 2. მოლაპარაკება ჩაიშლა. 3. კიდევ დამეშვა საბურავი. ასეთი ადამიანი თვითონ იზიდავს ასეთ მდგომარეობას.  როგორ იზიდავს ?  ბოლომდე არ მოინდომა სამსახურში მოლაპარაკებაზე.  სადაც მარტივად დათმო, სადღაც მეტად მომთხოვნი იყო ან აგრესიულიც კი.  გაუცნობიერებლად შექმნა ასეთი სიტუაცია. რატომ აკეთებს ადამიანი ამას?

ა) ქვეცნობიერის დონეზე ის შემოსავალს გაურბის. არ სურს სამსახურის  ან კონკრეტულად ამ სამსახურის დაწყება. გაურბის პასუხისმგებლობას. შეიძლება ადამიანი თვლიდეს რომ ის არც იმსახურებს ამხელა შემოსავალს ან პირიქით, ბევრად მეტი უნდა.  შიში აქვს რომ მეგობრებსა და ახლობლებს დაკარგავს დატვირთული გრაფიკის გამო და ა.შ


ბ) 
ბავშვობაში ხშირად გვესმოდა ფრაზა:  „შენ ეს არ შეგიძლია.“ ეს ქვეყნობიერმა დაიმახსოვრა და ჩაიბეჭდა. განწყობაც შესაბამისი აქვს, თვითშეფასება ნულდება და გასაუბრებაზე შედის ამ ინფორმაციით.  მართლაც არ აჰყავთ. გამოსვლისას პირველი აზრი ასეთი მოდის: „ აბა, მართალი იყო დედა ან მამა ან მეგობარი . მართლა არ ამიყვანეს, არ მიმართლებს, ყველაფერი ჩაწყობით არის.“

გ) ყურადღების მისაპყრობად ქმნის ადამიანი  „უიღბლო“ სტატუსს. ოჯახის, მეგობრების ყურადღება სჭირდება მას და ამით ისევ აჩვენებს რომ არ უმართლებს. გაუცნობიერებლად ვიქმნით ისეთ სიტუაციებს, სადაც  გაუთავებლად არ გვიმართლებს.

ნახეთ რა საინტერესოა!

  • 70% – არ მიმართლებს ;   30%- მიმართლებს. ეს 30% აბსოლუტურად დაიგნორებულია და აქცენტი კეთდება სწორედ „ არ გამართლებაზე.“ თამაშში ერთვება ცრურწმენები.  შავი კატა; მეზობლის თვალი; მარცხენა ფეხით შესვლა და ა.შ რამდენ ქუჩას გადის შავი კატა, ვის არ გადაურბენს წინ, მაგრამ მათ სჯერათ რომ მაინც და მაინც „მე„ დამიმახსოვრა და დავითარსე. ამ განწყობით აგრძელებს დღის გაგძელებას. შესაბამისად, არაფერი გამოსდის. ნეგატივს ისრუტავს. მას ეშინია ბედნიერების და მითუმეტეს ამის  ხმამაღლა გაჟღერების. კარგი საქმე ჩუმად ითქმისო- ესეც სწორია, თუმცა ჩვენი საქმეები ჩვენს მონდომებასა და შრომაზეა დამოკიდებული და თუ ჩვენ სათანადოდ მოვინდომებთ , ვერც შავი კატა  და ვერც მეზობლის თვალი ვერ გააუჭებს საქმეს.

                          განვიხილოთ, რასთან არის დაკავშირებული ჩვენი შიშები.

დაბნეულობა– ყვირილთან და ჩხუბთან. მშობლის ან უფროსის მიერ მოულოდნელი ყვირილი, ჩხუბი ან თუნდაც გაუთავებელი შენიშვნები. მაგ:  ბავშვმა გუბეში გაიარა, მშობელი კარგ განწყობაზე იყო ან სხვა საქმით იყო გართული და არაფერი უთქვმს მისთვის, მეორე დღეს იგივე გაიმეორა ბავშვმა და მშობელი ცუდ განწყობაზეა, გაღიზიანებულია და ბავშვს ეჩხუბა.  ამ დროს ბავშმა არ იცის როგორ მოიქცეს. დაბნეული და აფორიაქებულია. ის სულ ცუდის მოლდინშია, რადგან არ იცის როდის ეჩხუბება მას მშობელი. ეს მკაფიო ფაქტი, იმდენად მძაფრად აღიქმევა მის გონებაში , რომ დიდობაშიც გადმოდის როგორც დაბნეულობის, გაფანტულობის განცდა. (ეს ერთ-ერთი ვერსიაა) ეს მაგალითი რომ ზრდასრულ ადამიანზე გადმოვიტანოთ. წარმოიდგინეთ მეგობართან საუბრობთ და მოულოდნელად იწყებს რომელიმე ყვირილს. გეჩხუბებათ და გიყვირით. პირველი რეაქცია არის დაბნეულობა. ვერ ხვდებით  რა მოხდა და რატომ გეჩხუბებათ. შემდეგ მოდის ბრაზი და სხვა ემოციები. გამუდმებით შენიშნის მიცემის დროს, ყალიბდება ასევე  შეცდომის დაშვების შიში. ის თუ დაუშვებს შეცდომას, აუცილებლად ეჩხუბებიან და შენიშნას მისცემენ. ამ დროს განცდა ჩნდება რომ თითქოს სხვა სამყაროში ცხოვრობ. რთულია რეალობის გაკონტროლება. იწყება დაბნეულობის მაღალი ფაზა, როცა ხელიდან გიცვივდება ნივთები, ეჯახები ჯარებსა თუ კომოდს და ა.შ

„უიღბლოებს“ აქვთ განცდა, რომ ისინი გამუდმებით ამ განაჩენით იქნებიან. სტაბილურობის მოთხოვნა უყალიბდებათ.  ქრონიკულად სტაბილური სამსახური, სტაბილური მდგომარეობა. არა წინსვლა, არც განვითარების სურვილი. განვითარება აუცილებელი წინაპირობაა წარმატებისთვის და საღი აზროვნებისთვის. დროს უნდა მივყვეთ. 

გამოსავალი

  1. პირველ რიგში გავაცნობიეროთ- რატომ არ გვიმართლებს? იმიტომ ხომ არა , რომ გვეშინია გვეშინია წარმატების, გვეშინია წინსვლის, რადგან არ ვიცით როგორ მოვიქცეთ წარმატების მიღწევის შემდეგ. არ ვიცით რა დროს გავჩერდეთ,  რა დროს კი წინ წავიდეთ.
  2. როცა არ მიმართლებს, ჩემს მშობლებს ან აღმზრდელს ვეცოდები და შესაბამისად უფრო გამოხატავს სიყვარულს, ოჯახში ყურადღების ცენტრში მე ვარ.
  3. არვიცით რა ნაბიჯები გადავდგათ და შემდეგ როგორ გავაგრძელოთ ცხოვრება ცვლილებების დროს.

მთავარია გააცნობიეროთ მიზეზი და აუცილებლად მოგვარდება ყველაფერი.

Call Now Button