რაჭა ყველა კუთხის შეჯამების ადგილია. ის დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და დიდი ისტორიის მქონე მხარეა. ადამიანის ცხოვრების კვალი აქ ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში დასტურდება. ისტორიას მოგვიანებით დავუბრუნდებით, ახლა გეტყვით მთავარს. თუ გსურთ გამოდევნოთ ქალაქის ხმაური ყურებიდან და ტვინიდან, გინდათ ჩაანაცვლოთ ბუნების ჰარმონიით, მაშინ ეწვიეთ რაჭას.

უმდიდრესია როგორც კუთხების მსგავსად, კულტურული ძეგლებითა და მრავალფეროვანი ბუნებით. ამ მხარეში დატკბებით გრილი ტყეებით, ალპური ტბებით, ულამაზესი ჩანჩქერებითა და მომნუსხველი ხედებით.

რაჭაში ზემოთ ჩამოთვლილის გარდა სანახავია, ტაძრები, იშვიათი ფრესკები, ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშები, რომლებიც ჰარმონიულად ერწყმის რაჭის ბუნებას. სუფთა ჰაერი, სიმწვანეში ჩაფლული ჩანჩქერები. კლდეებში კრისტალივით ჩაბნეული ალპური ტბები და მყინვარები. აყვავებული მდელოები, კი ნამდვილ სამოთხეს ქმნის და ხეტიალის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.

ავიღეთ გეზი რაჭისკენ და პირველივე რაც თავლწინ გვხვდება, ეს ცისფერი ძარღვებია, ულამაზესი მთის სხეული. რაჭა ყველა სეზონზე ლამაზია, თუმცა შემოდგომასა და გაზაფხულზე ჭრელად მოხატული მთები, აირეკლება შაორის ტბაზე.

შაორის წყალსაცავს ისე ვერ გაივლი, რომ თვალი არ მოგწყვიტოს ულამაზესმა გარემომ. წყალსაცავს ირგვლივ აკრავს ნაქერალას ქედი და საწალიკის მთა, სადაც შეგიძლიათ მოაწყოთ ლაშქრობები. ტბაში დამონტაჟებულია საქანელები, რომლებიც ფოტოსესიის მოყვარულთათვის ძალიან მიმზიდველია. ხეტიალის მოყვარული ადამიანები, ხშირად ეძებენ მსგავს ადგილებს, რომლებიც არ გამოირჩევა ხალხმრავლობით, ტურისტების სიმრავლითა და ამავდროულად არის ისეთი გარემო, სადაც შაბათ-კვირას, ბუნებასთან ჰარმონიაში, დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. ასევე დაათვალიერებთ ბარაკონის ტაძარს, რომელიც ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლია. თვალში საცემია შოვი, გარშემორტყმული წიწვოვანი და ფოთლოვანი ტყით. არ შემიძლია არ ვახსენო საყინულე, კლდეში შეჭრილი ღრმა, ბუნებრივი გამოქვაბული, სადაც წლის ნებისმიერ დროს ტემპერატურა ნულს უტოლდება.

“მინდა”ციხე , რომლის კომპლექსში შემორჩენილია გალავანი და სამი კოშკი.

ეს მხარე კიდევ გამოირჩევა ფოლკლორით, სამზარეულოთი და ტრადიციებით. “რაშოვდა”-ს ორიგინალში თუ არ მოუსმინე და არ ჩამოუარე, ვერასდროს შეიგრძნობ იქაურ აურას. რაჭული სამზარეულო ცნობილია თავისი უგემრიელესი შქმერულით, ქოთნის ლობიოთი, რაჭული ლორითა და რაჭული ლობიანით. ჩამოთვლილთაგანი ნამდვილად მიიპყრობს გურმანთა ყურადღებას. რეგიონში განვითარებულია მეღვინეობა, უნიკალურია უმაღლესი ხარისხის, წითელი, ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინო- ხვანჭკარა. რაჭველებს დროსთან დამოკიდებულება ერთობ ოპტიმისტური აქვთ, აქ არავის არსად არ ეჩქარება. მათი ცნობიერება გადმოცემულია მეტყველებაში, ფანტაზიაში, ფერებსა და სიყვარულის სურვილით ყველასა და ყველაფერში. შთაბეჭდილებებით ავსებულს შეგიძლიათ საოჯახო სასტუმროებს ეწვიოთ, რომლებიც გამორჩეულია ინტერიერით და დიასახლისის მიერ შესრულებული ფერწერული ნამუშევრებით , რაც მყუდრო და თბილ გარემოს ქმნის სტუმრებისთვის.

(უსწრაფესი მარშუტი რაჭაში ნატახტარის აერიპორტიდან ამბროლაურის მიმართულებით სრულდება. თვითმფრინავში 50 კაცი ეტევა.)

რაჭა ტურისტული პოტენციალის მქონე მხარეა, რომელიც ყველა სეზონზე თავისებურია. ყვითელი ყვავილების ზღვა რომ გადაივლის, შემდეგ თეთრი ფერის ყვავილების ჯერია და ბოლოს

ვარდისფერი აგვირგვინებს. აი ასე გრძლედება უსასრულოდ. რაჭიდან დაბრუნებულნი კი, შეიგრძნობთ სამყაროს მთიანობას.

ახალი შთაბეჭდილებების დროა!

Call Now Button