შორს, სხვა კონტინენტზე ან სხვა ქალაქებში რომ არ წავიდეთ,ქათველი კულინარები ცხოვრობენ, სუნთქავენ. მე მიყვარს ეს ერი, მათი საღი აზროვნებისა და აღმოჩენების გამო.

მე, როგორც ექსკლუვიზების ფანს, დიდი ხანია მინდოდა კულინარიაზე მესაუბრა, თანაც მაინც და მაინც “მაემანის” საოცარ ქმნილებებზე. დღეს მინდა შემოგთავაზოთ, “ნიგვზიანი ბადრიჯანი.” ეს კერძი ქართველ თუ უცხოელ გურმანებში აღფრთოვანებას იწვევს. ბადრიჯანს კულინარიაში დიდი ისტორია აქვს.

ივანე ჯავახიშვილის ცნობებით, საქართველოში ეს ბოსტნეული ჯერ კიდევ XII-XIII საუკუნეებში იყო ცნობილი, მაგრამ ზუსტი თარიღი, დაუდგენელია. მისივე განმარტებით, სიტყვა ბადრიჯანი სპარსული წარმოშობისაა (სავარაუდოდ) და შემდენ გავრცელდა ჩვენთან. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით,საქართველოში ერთ-ერთ ხეობას ამ ტერიტორიაზე გავრცელებული ბადრიჯნის კულტურის გამო ბურდუჯის ხეობა ერქვა. ტრადიციულ ნიგვზიან ბადრიჯანს, ქართული საუზმეულის ნამდვილ მეფედ მოიხსენიებენ.

სწორი კვება რუტინულია, შესაბამისად მოსაწყენიც კი. ამიტომ ეს კერძი არის მათთვის, ვინც შეგუებულია რომ კალორიებთან ერთად, თეფშიდან გემოები და სურნელიც უნდა გაუჩინარდეს. ამ კერძმა, გადაწყვიტა კვების ახალი სისტემა ჩამოეყალიბებინა, სადაც მთავარ ადგილას კვლავ “სიამოვნებით მივირთმევ”დაიკავებს.”მაემანი” გთავაზობთ გასუფთავებულ ბადრიჯანს,ნატურალურ ზეითუნის ზეთში შემწვარს.ამას ემატება სხვა ბოსტნეული, რომ კერძს დაუვიწყარი გემო მისცეს. ხახვი, ნიორი, მწვანილები, სანელებლები და ძმარი. ყველაზე მთავარია_ნიგოზი.ნიგვზის მასა წავუსვათ ბადრიჯნის ნაჭრებს.მივიღებთ თხლად და მრგვალად დაჭრილ ბადრიჯანს, ნიგვზისა და სხვა ბოსტნეულების შიგთავსით. საბოლოო შტრიხი არის ბროწეულის მარცვლები,რაც თავის მხრივ, სასიამოვნო მომჟავო-მოტკბო გემოს ჰმატებს

 “მაემანმა” მიაღწია მთავარს: ტრადიციულ კერძს,დაუმატა სიჯანსაღე და ლამაზი გაფორმება, ამავე დროს ის გემოები არ დაკარგა, რაც მთელს საქართვეოს დნმ-ში გვაქვს გამჯდარი. ნიგვზიანი ბადრიჯნის გარეშე წარმოუდგენელია ნებისმიერი ქართული საოჯახო და სადღესასწაულო სუფრა. იგი განსაკუთრებით გემრიელია მჭადთან ერთად.

Call Now Button