ჩვენ არ გვაქვს უფლება, რაიმე განვსაჯოთ ან შევცვალოთ ამ სამყაროში. აუცილებელია, აღვიქვათ სხვადასხვა მოვლენა, როგორც ერთგვარი ექსპონატი მუზეუმში, განურჩევლად იმისა, მოგვწონს ის,თუ არა. მუზეუმში, შესაძლოა, იყოს უამრავი საგამოფენო ექსპონატი, რომელიც ჩვენ არ მოგვეწონება. თუმცა, ეს არ ნიშნავს,რომ მათი აღება,ან მოშორება უნდა მოვითხოვოთ – არც უფლება გვაქვს ამის და კაცმა რომ თქვას, არც მსგავსი აზრი გვიჩნდება თავში. მას შემდეგ, რაც ვირწმუნებთ/ვაღიარებთ ენერგეტიკული “ქანქარის” არსებობას, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, უბრალოდ გავეცალოთ მას და არ მივცეთ საშუალება,საკუთარი გავლენის ქვეშ მოგვაქციოს. მაგრამ, რაც მთავარია – არ უნდა ვებრძოლოთ მას, არ დავგმოთ/განვიკითხოთ, არც გავბრაზდეთ, ან გამოვიდეთ წყობილებიდან, რამეთუ, ეს ყოველივე მხოლოდ და მხოლოდ მის თამაშში მონაწილეობის მიღებას ნიშნავს. პირიქით, ჩვენ იგი მშვიდად უნდა მივიღოთ, როგორც მოცემულება,როგორც გარდაუვალი ბოროტება და შემდეგ, გავეცალოთ მას. უკმაყოფილების ნებისმიერი ფორმით გამოხატვით – ჩვენ ენერგიით ვკვებავთ “ქანქარას”. სანამ საფუძვლიანად გავერკვევით,თუ რას ნიშნავს თავისუფალი არჩევანის გაკეთება, ჯერ უნდა ვისწავლოთ უარის თქმა. ადამიანებს, როგორც წესი, ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ იმისა,თუ რა სურთ; სამაგიეროდ, ზუსტად იციან, რა არ სურთ. არასასურველი ნივთებისა, თუ მოვლენებისგან თავის დაღწევის პროცესში, ბევრი ადამიანი იქცევა ისე, რომ სრულიად საპირისპირო შედეგს იღებს. რაიმეზე უარის სათქმელად, თავდაპირველად, მისი მიღებაა საჭირო. სიტყვა “მიღებაში” იგულისმება არა საკუთარ თავში შემოშვება,არამედ მისი არსებობის უფლების აღიარება და შემდეგ, გულგრილად გვერდზე გავლა. შესაბამისად, მიღება და გაშვება – ნიშნავს გატარებას და დამშვიდობებას; სამაგიეროდ, მიღება და დატოვება – ნიშნავს შემოშვებას და შემდეგ დამორჩილებას, ან წინააღმდეგობის გაწევას. თუ ჩვენ არ გვასვენებს ფიქრი იმაზე,რაც არ მოგვწონს – ეს უკანასკნელი გამუდმებით იარსებებს ჩვენს ცხოვრებაში(თან, საკმაოდ აქტიური ფორმით). წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანს არ უყვარს რაიმე კონკრეტული საკვები, მაგალითად, ვაშლი… არათუ არ უყვარს – სძულს,სძაგს იგი. ამავდროულად, ადამიანს აქვს თავისუფალი არჩევანი,უბრალოდ არ მიაქციოს ყურადღება იმ კონკრეტულ პროდუქტსა თუ ნივთს,რომელიც მასში ამხელა ნეგატივს იწვევს. თუმცა,ის ამას ვერ ახერხებს. მიზეზი მარტივია, ის უბრალოდ ვერაფრით ეგუება იმ ფაქტს, რომ სამყაროში, სადაც იგი ცხოვრობს – არსებობს ისეთი “საზიზღრობა”,როგორიცაა ვაშლი. იგი მის გაღიზიანებას იწვევს ყოველ ჯერზე, როგორც კი თვალში მოხვდება და აქტიურადაც გამოხატავს საკუთარ ზიზღს. ეს ყოველივე კი ხდება მატერიალურ დონეზე; აი ენერგეტიკულ დონეზე, ასეთი ქცევა გახლავთ ანალოგია იმისა, თუ როგორი სიხარბით ეძგერება იგივე ადამიანი მისთვის ესოდენ საძულველ ვაშლს, გაივსებს მისით პირს,ხმამაღლა აღლაჭუნებს და თან წუწუნებს, თუ როგორ ეჯავრება ეს პროდუქტი; ამის შემდეგ, ნაწილს ისევ პირში იყრის, ნაწილს ჯიბეში და ისევ უკმაყოფილოდ მოსთქვამს,თუ როგორ მოაბეზრა ამ “დასასწვავმა” ვაშლმა თავი(!!!). ადამიანს არ მოსდის თავში, რომ თუ არ სურს, მას უბრალოდ შეუძლია მოისროლოს ეს პირობითი “ვაშლი” მისი ცხოვრებიდან…     

დილის ვარსკვლავების შრიალი ძვირფასო მკითხველო! ყოველი ჩვენგანი, ასეა თუ ისე, გარემოებათა ძალაუფლების ქვეშ ვიმყოფებით. სურვილები არ სრულდება, ოცნებები არ ხდება, სამაგიეროდ, ყველაზე ცუდი მოლოდინები,ჩვენდა სამწუხაროდ, მართლდება. ნუთუ არ არის შესაძლებელი, ყველაფერი პირიქით იყოს? როგორც ირკვევა, ეს სავსებით შესაძლებელია. და თქვენ გაიგებთ – როგორ. წიგნი გადაგიყვანთ ძალიან უცნაურ სამყაროში, სადაც ჩვეული ყოველდღიურობა სულიად განსხვავებული ფორმით წარმოგვიდგება. ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხი სრულიად მოულოდნელი თვალსაზრისით იქნება განხილული. თუმცა, ყველაზე მეტად გამაოგნებელი არა იმდენად ახალი რეალობის უცნაურობა, რამდენადაც ის ფაქტია, რომ იგი მართვადია. ტრანსერფინგი – ეს რეალობის მართვის ტექნოლოგიაა, თანაც საკმაოდ თავისებური. აქ მიზანი არ მიიღწევა, არამედ, დიდწილად, თავადვე რეალიზდება.ეს მხოლოდ ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობის გადმოსახედიდან ჟღერს დაუჯერებლად. ჩვენ მოგვიწევს აღმართული სტერეოტიპებისა და ცრუ შეზღუდვების კედლების დანგრევა.სინამდვილეში, რეალობის საკუთარი სურვილისამებრ დაქვემდებარება საკმაოდ რთულია. დაფარული სურვილები და ოცნებები მართლაც რთულად მიღწევადია,თუკი მხოლოდ საყოველთაო ნორმებითა და წესებით ვიხელმძღვანელებთ. ცნობილია, რამდენად არაეფექტური და ხანდახან,უშედეგოა საკუთარი თავისა და გარესამყაროს შეცვლის მცდელობები. ტრანსერფინგი – სასურველის მისაღებად, აზროვნებისა და მოქმედების ფუნდამენტალურად განსხვავებულ გზას გთავაზობთ. დიახაც, სასურველის მისაღებად და არა – მისაღწევად, ან მოსაპოვებლად; და არა საკუთარი თავის შეცვლის, არამედ – საკუთარ თავთან დაბრუნების გზით. ტრანსერფინგის მთავარი იდეა ე.წ. “ვარიანტების სივრცის” არსებობის ფორმულას ეფუძნება, რომელშიც ყველა შესაძლო მოვლენის სცენარი ინახება. ვარიანტების რაოდენობა ისეთივე უსასრულოა, როგორი განუსაზღვრელიცაა წერტილის მდებარეობა კოორდინატთა ბადეში. იქ ჩაწერია ყველაფერი – რა იყო, არის და იქნება. ადამიანის აზრობრივ ენერგიას,შესაბამის პირობებში, ძალუძს ვარიანტების სივრცის ამა თუ იმ სექტორის რეალობაში მატერიალიზება/განხორციელება მოახდინოს. პოტენციური შესაძლებლობები რეალიზდება მსგავსად ანარეკლისა ვარიანტების სარკეში. ადამიანს ძალუძს საკუთარი რეალობის ფორმირება. მაგრამ ამისთვის გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. ადამიანის გონება წარუმატებლად ცდილობს ანარეკლზე გავლენა მოახდინოს, მაშინ როცა თავად სურათის შეცვლაა აუცილებელი. რა სურათია ეს? როგორ შევცვალოთ იგი?როგორ მოვეპყროთ ამ უცნაურ სარკეს? ტრანსერფინგი ყველა ამ კითხვას პასუხობს. და მხოლოდ ერთი საკითხი რჩება გაურკვეველი: რა იმალება იქ, სარკის მეორე მხარეს? მიუხედავად წიგნში გადმოცემული იდეების ფანტასტიურობისა, მათ უკვე მოიპოვეს პრაქტიკული მტკიცებულებები. ვინც კი სცადა ტრანსერფინგის ტექნიკის გამოყენება, გაოცება განიცადა ,რასაც აღფრთოვანება მოჰყვა.რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა ჟღერდეს, ტრანსერფინგის სამყარო, თვალს და ხელს შუა იცვლება. ეს უკვე არა ვირტუალური მისტიკა, არამედ მართვადი რეალობაა.

Call Now Button