თუ შენი ცხოვრება ფასადურს ჰგავს  და სულ სხვა რეალობაში ხარ.

ვფიქრობ, უნდა გავისაუბროთ.

 ერთი შეხედვით ჩემი ცხოვრება საკმაოდ კარგი ჩანდა. მქონდა კარგი სამსახური, უზრუნველი გარემო, ჩემი სოციალური ქსელი სავსე იყო მოგზაურობის ფოტოებითა და ვიდეოებით. ჩემი მეგობრების აზრით, ყველაფერი მქონდა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ეს ის ცხოვრება არ იყო, რაც ნამდვილად მინდოდა. 

მაშინ მივხვდი, რომ ცვლილებების დრო იყო !

 

გამარჯობა, მე გვანცა ვარ.

მოხარული ვარ, რომ გვიერთდებით თავდაჯერებულ, ძლიერ და თანამედროვე ქალების  წრეში, რომელთა ინტერესის სფეროა თვითგანვითარება. ჩვენ ვართ –  დედები, ცოლები, ბიზნეს-ვუმენები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, ტოპ- მენეჯერები, მწერლები, მომღერლები, მარკეტოლოგები და სხვა. ჩვენ ერთი მხრივ ვართ საკმაოდ განსხვავებულები, თუმცა, მეორე მხრივ, საერთო ინტერესები გვაერთიანებს.

  1. გვჯერა ჩვენი ოცნებებისა და სურვილების. მივიწევთ გაუმჯობესებისკენ , თუმცა ამასთან გვჯერა რომ ჯადოსნური ჯოხი ამის ასასრულებლად არ არსებობს. ილუზიაში არ ვართ.
  2. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ თანამედროვე მეცნიერებას, თუმცა ამასთან არ უარვყოფთ ძველი ფილოსოფესების დასკვნებს.
  3. ჩვენ ვვითარდებით პროფესიულად, პარალელურად გვახსოვს რომ ოჯახი და ურთიერთობები არანაკლებ მნიშვნელოვანია.
  4. ჩვენ არ ვართ რადიკალურები და მივილტვით დაბალანსებული და ბედნიერი ცხოვრებისკენ. გვსურს ვიყოთ მამოტივირებელი პირველ რიგში საკუთარი თავის, შემდგომ ჩვენი რჩეულისა და შვილებისთვის.

   ვაფასებთ ჩვენს და თქვენს დროს, შესაბამისად სემინარებისა და სეანსებისთვის მაქსიმალურად ვცდილობთ გამოვიყენოთ თანამედროვე ინტერნეტ-ტექნოლოგიები. ჩვენთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოცხალი ურთიერთობები, ამიტომ ვატარებთ შეხვედრებს, რომლებიც დაახლოებით ასე გამოიყურება. 

 

ცოტაოდენი ინფორმაცია ჩემზე

 

დავამთავრე ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტი. მუდმივად სიახლეებისა და საკუთარი თავის ძიებაში აღმოვაჩინე, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლის, შრომისა და თვითგანვითარების დრო იყო. პროდუქტიული ვერ ვიქნებოდი სფეროში, რომელიც ჩემში მძაფრ ინტერესს არ აღძრავდა.

არაერთი პროფესიის შეცვლის შემდეგ, საკუთარი თავი ფსიქოლოგიასა და ქოუჩინგში დავინახე, რომელიც ახალი ტალღაა და უკვე ყოველდღიურ საქმიანობად ვაქციე. ფსიქოლოგია მარტოობის დამარცხებისკენ და თანაბრობისკენ მიმართული პროფესიაა. აქ სულია მთავარი ფასეულობა. გარკვეული პერიოდი ვისწავლე ევროპაში, დავწერე წიგნი, შევქმენი ჩემი გვერდი. ერთი წლის განმავლობაში ვატარებდი ონლაინ კონსულტანციებს.

დღესდღეობით, პირადი კონსულტაციების გარდა, ვატარებ სემინარებსაც, რომელიც არანაკლებ სასარგებლოა ადამიანების განვითარებისთვის, ქალების ინტერესი ჭარბობს, რაც საკმაოდ გასახარებელია. ქოუჩი სწორედ ისაა, ვისთან ერთადაც ადამიანს შეუძლია ნამდვილი სურვილები იპოვოს, გარდაქმნას ისინი მიზნებად და მინიმალური ჩარევით მაქსიმალური შედეგი მიიღოს.

"ზოგიერთი ფიქრი თუ არ მართე, აქეთ გიწყებს მართვას."

"თავად გახდი ისეთი, როგორიც გინდა, რომ სამყარო იყოს. "

"კარტი რომელიც დაგირიგდა გამოცვლა არ შეიძლება, მაგრამ შენზეა როგორ გაითამაშებ ხელს."

Call Now Button