შეხვედრები

იგეგმება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები

საგაზაფხულო 2 დღიანი შეხვედრა

ფსიქოლოგები მიიჩნევდნენ, რომ ადამიანის ფსიქოლოგიური და ფიზიოლოგიური მდგომარეობა მჭიდრო კავშირშია. იმისთვის, რომ მკურნალობა სწორად წარმიართოს, საჭიროა სწორი გამოკვლევა და დიაგნოსტიკა ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური კუთხით.

განსაკუთრებით ეფექტურია ფსიქოთერაპია ისეთი სიმპტომების მკურნალობისთვის, როგორიც არის შიში, გუნება-განწყობის დაქვეითება, შინაგანი მოუსვენრობა, ძილის დარღვევა და განგაშის შეგრძნება.

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან პიროვნული თვისებებით, ემოციური მდგომარეობით, ტემპერამენტით, აზროვნებით, რაც ნებისმიერი პრობლემის დროს თავისთავად მჟღავნდება.

მგრძნობიარე და ემოციური ადამიანი უფრო მძაფრად განიცდის საკუთარ მდგომარეობას. ღელავს, შფოთავს, უჭირს მობილიზება, ყურადღების მოკრება. მას ღალატობს ნებისყოფა, რაც ართულებს მის მდგომარეობას. აპათიის დროს თავს იჩენს დეპრესია ამა თუ იმ ფორმით და დოზით.

თერაპიის შემდეგ პაციენტი იძენს თვისებებს, როგორებიცაა: ფსიქოლოგიური წონასწორეობა, ორგანიზებულობა, მოვლენის სწორად აღქმა და გააზრება, ყურადღების კონცენტრირება, სიმშვიდისა და მოთმინების შენარჩუნება. 

შეხვედრა ჩატარდება ბუნებაში 

საუბრების ფსიქოლოგთან 

ფიტნეს მწვრთნელის კონსულტაცია და საცდელი ვარჯიში

მედიტაციებისა და აფირმაციების ძალა. ერთად გავაკეთებთ და ერთად ვისწავლით სწორად როგორ კეთდება ტექნიკები

საგანმანათლებლო თემებზე საუბარი

სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა, გასართობ-წამახალისებელი თამაშები

თერაპიისებრი ჯგუფური სესია. არტ-თერაპია. თერაპიის დროს ხდება მოსინჯვა ქცევისა და ემოციებზე რეაგირების ახალი და უფრო ადაპტირებული ფორმების.

Call Now Button