კიბერფსიქოლოგია

გაიგე მეტი ტექნოლოგიებისა და ადამიანის შესაძლებლობების ტანდემზე

რა არის კიბერფსიქოლოგია?

  რამდენად გვჭირდება ის ჩვენს ცხოვრებაში?

ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია 40-45 წლის კრიზისი ადამიანის ცხოვრებაში, როგორც ქალის, ისე – კაცის. როგორც წესი, ეს კრიზისული პერიოდია და მის გადალახვაში ორივე პარტნიორმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ, რომ თუ ეს ერთს ემართება, იქ მეორის მონაწილეობაც არის. არსებობს რამდენიმე თერაპიული ტექნიკა. ისინი გარკვეული სახის თეორიულ მიდგომებს ეფუძნება. ეს მიდგომებია ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორული და სისტემური მიდგომა.

თერაპია, ჩვეულებრივ, 5-10 სეანსს მოიცავს და 3-6 თვე გრძელდება. თერაპევტის ყურადღება წყვილის ურთიერთქმედებაზეა მიმართული, რათა დაეხმაროს პრობლემის აღმოფხვრაში. მან არც ერთს არ უნდა მიანიჭოს უპირატესობა. ის უბიძგებს მეწყვილეებს თერაპევტის ნაცვლად ერთმანეთს ესაუბრონ და აკეთებს კომენტარს სეანსის განმავლობაში მათ მოქმედებასა და საუბარზე.

სეანსი, ჩვეულებრივ, მთავრდება მოცემული წყვილისთვის განკუთვნილი შემაჯამებელი შეტყობინებით. ეს შეტყობინება მეწყვილეებმა შინ დაბრუნებისას ერთად უნდა განიხილონ.

რატომ კიბერფსიქოლოგია?

წყვილის თერაპიის მიზანია ურთიერთობების ბუნების განსაზღვრა-დადგენა და მისი მოდიფიცირება, რომ ორივესათვის მისაღები იყოს.

 ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის გაცნობიერება და აღიარება. ამით თუ იწყებ, უკვე ერთი ნაბიჯი გადადგმულია იმისაკენ, რომ შეცვალო და დასძლიო კრიზისი. 

რატომ არის მნიშვნელოვანი დიაგნოსტირება? როდესაც იცი, რა გჭირს, იცი, როგორ მიხედო პრობლემას. აფრთხობს ადამიანს ყოველთვის აფრთხობს გაურკვევლობა.

რა არის მთავარი ეტაპები, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგავარ? სწორი კითხვებია საჭირო. რა არის ის, რის გამოც მე ამ მდგომარეობაში ვარ.

კრიზისი – ეს შესაძლებლონაა და ამის გარეშე განვითარება არ არსებობს.  

ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და ადამიანი იმაზე სწავლობს, თუ თვითონ სად წაიქცევა, და არა იმაზე, ვინ რას მოუყვება. ასე რომ შენ თვითონ უნდა წავიქცე, თვითონ უნდა მიარტყა თავი, თვითონ უნდა მიხვდე და თვითონ უნდა დარწმუნდე.

Call Now Button